ზოგჯერ გვაქვს არსებული ნივთის 3D მოდელის საჭიროება.
იქნება ეს გატეხილი ნივთის თავიდან დაბეჭდვა, გამოჩარხვა, რაღაცაზე მორგება თუ გარდამავალი სამაგრის გაკეთება, ყველა ვარიანტში გვესაჭიროება ნივთის 3D მოდელი იმისთვის რომ შემდგომი მოქმედება განვახორციელოთ.
ტრადიციული საშუალებებით გაზომვა და გაციფრულება ხშირ შემთხვევაში შრომატევადია, ხშირია უზუსტობები, ცდომილებები და ზოგ შემთხვევაში რთული გეომეტრიული ფორმების გამო შეუძლებელიც კი ხდება ნივთის 3D მოდელის აგება.
ჩვენ გთავაზობთ სასურველი ნივთის ციფრული ანალოგის აგებას, უმოკლეს დროში და უმაღლესი სიზუზტით.